ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, საინფორმაციო შეხვედრა პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებს დაეთმო და ის სკოლის კურსდამთავრებულმა ჩაატარა.
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - სალომე ალავიძემ, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაასრულა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრის მთავარი თემა იყო - პირის ღრუს მოვლა.
პირის ღრუს დაავადებების თავიდან აცილების გზებზე, კბილების სწორად გახეხვასა და პირის ღრუს მოვლის მნიშვნელბაზე ესაუბრა. ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მათ სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: