ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი და ორენოვანი პრეზენტაცია 
19-03-2025

სწავლება, რომ უფრო ეფექტიანი გახადონ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, სკოლის დირექტორმა და იმავდროულად პედაგოგმა - ანაიდ აბგარიანმა და მასწავლებელმა, მარია ყავრელიშვილმა მე-10 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს გეოგრაფიასა და ქართულ ენაში თემაზე - „მიწისძვრა“.

გაკვეთილი ორ საგანში ორ ენაზე, მეტად სანტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა წარადგინეს ორენოვანი პრეზენტაცია, საკითხის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...