დეხვირის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს საგანამანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
19-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. 

18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოსდაცვით დღესასწაულს მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურნენ. 

ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა ამომწურავად ისაუბრა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე, მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ყვირილიანმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „დახარისხება, გამოყენება, გადამუშავება“. 

ინგლისური ენის მასწავლებლის - ინგა უგრეხელიძის დახმარებით, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას - „შეაჩერონ არჩევანი გადამუშავებულ, ეკომეგობრულ პროდუქციაზე, სცადონ თავად დაამზადონ ახალი ნივთები უკვე გამოყენებული მასალისგან,  შეამცირონ პლასტიკის მოხმარება.

აღნიშნული დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის თანამედროვე და მდგრადი მოდელების დანერგვისკენ.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203