ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
19-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. 

სკოლაში ღონისძიებებით გამოეხმაურნენ გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს. 

სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს, ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს. ასევე შეასრულეს საცეკვაო ნომრები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო ძალიან ემოციური. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203