დაბა ლაითურის საჯარო სკოლა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა. მოსწავლეებმა ეკო-კლუბ „მწვანე თაობის“ წევრებთან ერთად საინტერესო ფოტო-აქცია მოაწყვეს, ადამიანებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს და მათ ორიგინალური წარწერებით დედამიწის დღე მიულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბი „მწვანე თაობა" ლაითურის სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში შეიქმნა და კლუბის წევრებმა დღემდე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.
„ლაითურის საჯარო სკოლა „მწვანე თაობას“ ზრდის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს