
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით კი არაერთი საინტერესო ღონისძიება ტარდება.
ამჯერად მე-3 კლასის მასწავლებელმა ხათუნა გონჯილაშვილმა დედის დღესთან დაკავშირებით სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები დაგეგმა და ჩაატარა მოსწავლეებთან ერთად.
ბავშვები ლექსებით და სიმღერები მიუძღვნეს დედებს. ძალიან ამაღელვებელი იყო სიმღერა, რომელიც მოსწავლეებმა დედიკოებს მიუძღვნეს, ბოლოს კი ყვავილებით დააჯილდოვეს ისინი და ასე ლამაზად დაასრულეს ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები: