
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
სკოლა-გიმნაზიის ქართულის ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, VIა და VI ბ კლასების მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი და ქართულის პედაგოგი სალომე (მზაღო) ნოზაძე) წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ნამცეცებად გაბნეული სიკეთის მარცვლები“, რომელიც რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას მიეძღვანა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს რევაზ ინანიშვილის განვლილი ცხოვრება და გააცოცხლეს მისი შესანიშნავი მოთხრობები.
ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, მე-6 კლასელებმა მწერლის მხატვული სამყარო ლამაზად წარმოადგინეს და მის შემოქმედების ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: