საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, მათემატიკის კვირეული​ს ფარგლებში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა 
17-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც სასწავლო პროცესს საინტერესო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ

ახლახან, სკოლაში მათემატიკის სასკოლო კვირეული გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით წარიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგები -  მაია ფიფია და მარიამ გოგილაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ინტეგრირებული გაკვეთილი მოიცავდა თემას:  „მონაცემთა წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამების გამოყენებით“.

გაკვეთილს ესწრებოდნენ გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხარისხის მართვის მენეჯერი - მაყვალა ანთაძე და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი - შორენა ოქრიაშვილი, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ინტეგრირებულ გაკვეთილს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203