დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები - თამარ ჩაკვეტაძე და ქრისტინე ჭაბუკიანი „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ 
17-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

7-9 მარტს, პედაგოგთა პროფესიული განვითარების სატრენინგო ცენტრში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ)„პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები - თამარ ჩაკვეტაძე და ქრისტინე ჭაბუკიანი.

გაიმართა საინტერესო და საჭირო შეხვედრები.

პედაგოგებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და კვალიფიკაცია აიმაღლეს. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პროფესიულ და კომპეტენტურ, დიდ და ძლიერ ირგანიზაციასთან - სკოლის საჭიროებებზე, მხარდაჭერასა და ზრდა-განვითარებაზე მორგებული...

„ძლიერი პროფკავშირი - ძლიერი ქვეყანაა! სპმთპ - უღრმესი მადლობა - თქვენს კარიერულ წინსვლასა და ადამიანურ ღირებულებებზე მზრუნველ გუნდს გულთბილი მასპინძლობისთვის, საინტერესო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო სიახლეების მოწოდებისათვის... გისურვებთ მუდმივ წინსვლასა და წარმატებას!“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203