ყვარლის N2 სკოლის ხელბურთელთა გუნდმა სპორტული ოლიმპიადის კახეთის რეგიონალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა
17-03-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადას და ბრწყინვალე წარმატებაც მოიპოვეს. 

სკოლის ხელბურთელთა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კახეთის რეგიონალური თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა. 

კახეთის რეგიონული პირველობა ხელბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტის სასახლეში,15 მარტს, გაიმართა. ღონისძიებასი იასპარეზეს მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული სკოლების გუნდებმა.

პირველი ადგილი ყვარლის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ზაზა ყრუაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203