
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე სანახაობით წარდგნენ და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები და გაიხსენეს გმირი ქალები - დედები და დედოფლები.
მათ დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პარივისცემა დაუდასტურეს და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: