სკოლებში დისციპლინის გამკაცრება მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ვრცელდება - ახალი საგანმანათლებლო პოლიტიკა ტეხასში
25-05-2025

ტეხასის შტატში, ჰიუსტონის ოლქის 274 სკოლიდან 130-ში ახალი საგანმანათლებლო პოლიტიკა გაატარეს და წელიწადნახევრში საგრძნობლად გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.

121 სკოლაში, სადაც დაბალი საშუალო შეფასებები ფიქსირდებოდა, ქულები 80-მდე გაიზარდა. მიდგომა დისციპლინასა და მიკრომენეჯმენტზეა დამყარებული და ახალი წესები, ვრცელდება, როგორ მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე. ამის შესახებ The New York Times წერს. 

სისტემის საკვანძო მახასიათებლები კი მდგომარეობს საკმაოდ მკაცრ, ავტორიტარულ მიდგომაშიც კი:

  • მასწავლებლები ვალდებულნი არიან მკაცრად მიყვნენ სასწავლო გეგმას; 
  • ასევე მკაცრად რეგულირდება გაკვეთილის ინდივიდუალური გეგმა. მაგალითად, მასწავლებლები, ტაიმერების გამოყენებით, აკონტროლებენ იმ დროს, რომელსაც მოსწავლეები ტესტებისა და სხვა დავალებების შესრულებას ანდომებენ;
  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ დისციპლინის დაცვა შესვენების დროსაც კი;
  • მოხელეები სკოლებს კვირაში რამდენჯერმე ამოწმებენ და გაკვეთილებსაც ესწრებიან.

ამ სისტემაში სწავლება ორიენტირებულია შედეგზე - ტესტების სწორად შესრულებაზე. ამრიგად, ინგლისური ენისა და მათემატიკის გაკვეთილები შედგება ინსტრუქციებისა და ტესტებისგან.

ნამუშვრის დაწერიდან უმალვე მოსწავლეები შედეგებს იგებენ, ისინი კი, ვინც კარგი ქულები მოაგროვა, მუშაობას ინდივიდუალურად ან წყვილებში აგრძელებენ სკოლის ასისტენტების მეთვალყურეობის ქვეშ. 

დანარჩენი მოსწავლეები კი კლასში, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, იმეორებენ მასალას, რომელ საკითხებშიც შეცდომები დაუშვეს. 

ახალი საგანმანათლებლო მიდგომის ავტორია სასკოლო ოლქის ხელმძღვანელი მაიკ მაილზი, რომელიც ახალგაზრდობაში რეინჯერი იყო. 

განათლების სფეროში მუშაობის პერიოდში მან უკვე მოახერხა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება სხვა სასკოლო ოლქებში, მაგალითად კოლორადოს შტატში. მაგრამ მის მუშაობას ჰიუსტონის ოლქში, მიუხედავად ობიექტური წარმატებისა, ბევრი კრიტიკა მოჰყვა. სკოლებში, სადაც ახალი წესები დაინერგა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადინება გაიზარდა. 

თუმცაღა მასწავლებელთა გადინება დაკავშირებულია არა მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებასთან, არამედ ოლქში მასწავლებელებისა და დირექტორების შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვასთან. მასწავლებელთა ხელფასი იანგარიშება სამუშაო სტაჟის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე.

მაგრამ სწორედ რომ აკადემიური მოსწრების კუთხით, ჰიუსტონის ოლქი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, განსაკუთრებით, დაბალი შედეგების მქონე სკოლებში. მაგალითად, ჰილიარდის დაწყებითი სკოლის სახელმწიფო რეიტინგი, სადაც მოსწავლეთა 97%-ზე მეტი - ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდაანაა, F-დან A-მდე სულ რაღაც ერთ წელიწადში ავარდა. თავად მაიკ მაილზი ამბობს, რომ ახალი მიდგომა - არის ხერხი, რომელსაც შეუძლია პრაქტიკულად და არა სიტყვიერად, უზრუნველყოს საგანმანათლებლო თანასწორობა: მკაცრი რეგულაციებითა და ხშირი შემოწმებებით ოფიციალური პირები აღწევენ იმას, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს საკმაოდ ხარისხიანი განათლება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...