საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მნიშვნელოვანია, რომ დირექცია და პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის ინიციატივით, გიმნაზიის ფოიეში განთავსდა ნარჩენების დამახარისხებელი ნაგვის ურნები.
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოზარდებში გაზარდოს ცნობიერება ნარჩენების მეორადი გამოყენების შესახებ.
მოსწავლეთა პედაგოგები არიან - თეა ხარაზიშვილი და მაია ფიფია.
იხილეთ ფოტოები: