თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ხელოვნებას დაეუფლნენ
14-03-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის დებატების ხელოვნების სწავლება და გამოყენება.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ორბელიანის აკადემია მოსწავლეების თხოვნით, თბილისის N133 საჯარო სკოლას ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა „კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის“ დებატების ტრენინგი.

დებატები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: საჯარო გამოსვლა, არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება.

ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს:

  • დებატების ტიპები;
  • ფორმალური დებატების ძირითადი პრინციპები;
  • სადებატო თემის სტრუქტურა;
  • რეზოლუციის მახასიათებლები;
  • სპიკერთა პასუხისმგებლობები;
  • დროის მენეჯმენტი.

დებატების ტრენინგს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ლია გელაშვილი გაუძღვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203