ანაგის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე ღონისძიებით აღინიშნა
13-03-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

სკოლაში ისტორიის მასწავლებელ ეკა ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ისაუბრეს წმინდანად შერაცხული მეფის უდიდესი ღვაწლის შესახებ ქვეყნის წინაშე.

შესრულდა მუსიკალური ნომრები და დავით აღმაშენებლის ტროპარი.

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

„მადლობა ეკა მასწავლებელს და სასკოლო საზოგადოებას ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის!!!“ აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...