მესტიის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი STEM პროექტი განახორციელეს
13-03-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო STEM პროექტზე იმუშავეს.

მე-9 მოსწავლეებმა ბევრი ოჯახის საყოფაცხოვრებო პრობლების გადაჭრა გადაწყვიტეს და წყლის ავზის გადავსების თავიდან არიდების საშუალებას მიაგნეს. 

როგორც მოსწავლეები გვეუბნებიან, წყლის ავზის გადავსება ხშირი პრობლემაა ბევრ ოჯახში, რაც იწვევს წყლის დანაკარგს. ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა კი არის წყლის დონის სენსორის გამოყენება.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით, უკავშირდება Arduino-ს და წყლის დონის მაჩვენებელს, რომელიც LED-ების და ბუზერის საშუალებით შეგვატყობინებს წყლის დონეს.

მუშაობის პროცესში გამოიყენეს ინგლისურენოვანი გზამკვლევი, ფიზიკის საწყისები და მათემატიკური გამოთვლები.

სკოლაში მადლობას უხდიან იდეის ავტორს სალომე კეკელიძეს და მოსწავლეებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203