ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს 8 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს.
პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს. ბავშვებმა მასწავლებელს ყვავილები და ტკბილეული მიართვეს, შრომისა და ამაგისთვის მადლობა გასაუხადეს და გულწრფელი ემოციები გაუზიარეს.
სიურპრიზი მოუწყვეს პედაგოგ ინგა ჩხაიძეს მისმა პირველკლასელებმაც და მასწავლებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.