შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ჩაბარება სურთ, ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა.
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტს შეუძლია ჩააბაროს მხოლოდ ერთი უცხოური ენა;
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო
პროგრამაზე არ აირჩიოს გამოცდა კონკრეტულ უცხოურ ენაში. ამ შემთხვევაში 4 უცხოური
ენიდან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) აბიტურიენტი ირჩევს მისთვის
სასურველ ერთ-ერთ უცხოურ ენას.