თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეების - ნია ყოლბაიას და ნინო ჩინჩალაძის ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინა 
13-03-2025

თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. სკოლაში მუშაობს სამხატვრო სტუდია „ბარე“, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნების ენას, ეუფლებიან ხატვას და ივითარებენ ესთეტიკურ ხედვას. 

ახლახან, თბილისის N117 საჯარო სკოლაში არსებული სამხატვრო სტუდია „ბარეს“ მონაწილეობით პირველი ქართულ-ამერიკული პროექტი ჩატარდა.

პირველად ქართველ მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც წარდგენილი მოსწავლეებიდან ორი 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ნიუ-იორკის გამოფენაზე 13 წლის ნია ყოლბაიას და 16 წლის ნინო ჩინჩალაძის ნამუშევრები გამოიფინა. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203