თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ემოციური კადრები გააცოცხლეს
13-03-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ. მათ ცოდნის გასამდირებლად პედაგოგები არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას მიმართავენ და ახალგაზრების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

მათ შორის სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

ნორჩ ისტორიკოსთა კლუბ „თემიდას“ წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებს - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

მოსწავლეებმა თანატოლებსა და სტუმრებს წარუდგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები აღნიშნულ თემატიკაზე. კონფერენციას ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე.

იმავე დღეს ისტორიის პედაგოგმა - კობა სამურკასოვმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმოუდგინა ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „სამშობლოსთვის თავდადებულნი“. კომპოზიციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

მათ გააცოცხლეს საქართველოს ოკუპაციის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ემოციური კადრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203