მათემატიკის ხარისხიანი და სიღრმისეული სწავლებისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები საინტერესო მეთოდებს, აქტივობებსა და ღონისძიებებს მიმართავენ.
ამის ნათელი მაგალითია „მათემატიკის კვირეული“, რომლის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის ქართულის ენისა და ლიტერატურის კაბინეტში „მათემატიკის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა, სახელწოდებით - „გონების ჭიდილი“.
ღონისძიებას პედაგოგები - შორენა ოქრიაშვილი და მარიამ გოგილაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ვიქტორინა შედგებოდა ამოცანებით, რომელიც მოითხოვდა მათემატიკურ და ლოგიკურ აზროვნებას.
ღონისძიებაში VIIა და VIIბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ვიქტორინის ბოლოს მონაწილე ჯგუფები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და ასევე, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ მედლები.
იხილეთ ფოტოები: