რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
13-03-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების დებულებაში ცვლილება შევიდა.

განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, რესურსცენტრის უფროსს უფლება ეძლევა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომელი დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად.

„რესურსცენტრის უფროსი  რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის,  რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით“, - ვკითხულობთ ბრძანებაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...