ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დიაგნოსტიკური ტესტირება გაიმართა 
13-03-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებები უმნიშვნელოვანესია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს აკვირდებიან და ადგენენ რა მიმართულებით აქვთ მეტი სამუშაო.

6 და 7 მარტს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის II-XII კლასებში ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტირება სხვადასხვა საგნებში (II ეტაპი).

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიაგნოსტიკური ტესტირება ხელს უწყობს საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზებასა და მოსწავლეთა წინსვლის ხელშესაწყობად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.

ტესტირებას სკოლის დირექცია და ხარისხის მართვის ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203