
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში მარტის დღესასწაულები გამორჩეულად აღინიშნა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბებიები სკოლაში მიიწვიეს და დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად მიულოცეს.
მოსწავლეებმა საყვარელი ქალბატონებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს და ხოტბა შეასხეს მათ ამაგს და ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ბებიებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, მეტი შეიტყვეს მათი ცხოვრების შესახებ და სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალეს.
ბავშვებმა ბებოების პორტრეტებიც შექმნეს და მათ სიმბოლურად, ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიება სკოლის დირექტორ არპინე ბადალიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტაბაწყურის საჯარო სკოლის, დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. სკოლაში კი ამ დღეს ამ ლამაზი გრძნობების ნამდვილი ზეიმი მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: