ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოხალისეობრივი საქმიანობა და საინტერესო ინიციატივები
13-03-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობაში, ავლენენ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. მათი ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში არა მხოლოდ ცოდნასა და უნარებს უვითარებს, არამედ აყალიბებს სოციალურად პასუხისმგებლიან პიროვნებებად. მათი აქტიურობა ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არა მხოლოდ იღებენ ცოდნას, არამედ თავადაც ქმნიან ღირებულ ცვლილებებს საზოგადოებაში.

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივის - „გახდი ქალაქის მოხალისე“ ფარგლებში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან შეირჩა ორი გუნდი.

თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო 5 -5 მოხალისე მოსწავლით, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს ძალიან საინტერესოდ განეხორციელებინათ თავიანთი ინიციატივები.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მადლობას უხიდან მათ საინტერესო ინიციატივებისთვის. 

„მადლობას გიხდით სკოლის სახელით თქვენი აქტიური ჩართულობისთვის, შრომისმოყვარეობისა და ინიციატივისთვის. თქვენი მოტივაცია და პასუხისმგებლობა სასიკეთოდ ცვლის ჩვენს საზოგადოებას და ქმნის უკეთეს მომავალს. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203