ინტერაქტიური გაკვეთილი და ხალისიანი გარემო - წიწკანაანთსერის სკოლის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, საყვარელი პერსონაჟები შექმნეს
13-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ხალისით სწავლობენ, მათ მოტივაციაზე კი პედაგოგი ზრუნავს, რომელიც გაკვეთილებს საინტერეო აქტივობებით უმრავალფეროვნებს. 

მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საყვარელი პერსონაჟები ანიმაციური ფილმებიდან, მათ აგრეთვე გამოიყენეს მზა ფიგურები და ისე შექმნეს მთლიანი ნახატები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუშაობისას მოსწავლეები ავლენდნენ მზაობას და იყვნენ მოტივირებულნი, ამიტომ აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. ისინი ნაყოფიერად თანამშრომლობდენ როგორც მასწავლებელთან, ასევე -ერთმანეთთან.  მუშაობდენ ინდივიდუალურად და წყვილებში.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია და შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები.

გაკვეთილი იყო ინტერაქტიური კი გარემო ხალისიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203