მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭის, შესაძლებლობებს წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქალთა საერთაშორისო დღე. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით, მუსიკალური ნომრებითა და ყვავილებით მიულოცეს საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული. 

მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებულმა ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და მეტად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...