თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ​მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება 
18-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დედებს სითბო და სიყვარული არაერთი ღონისძიებით დაუდასტურეს და დედის დღე დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს. 

სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გაიმართა. 

მათ შორის, კვირეულის ფარგლებში, პირველი კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება წარმოადგინეს. ასევე, მოაწყვეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სცენარი „დედა“.

მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. 

პირველი კლასის ხელმძღვანელი ქეთევან მოსულიშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203