„კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“ - ქუტირის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
13-03-2025

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი „მომავლის თაობა“, რომელიც ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ახორციელებს.

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“, რომელიც სამოქალაქო კლუბის -„მომავლის თაობის“ წევრებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, განახორციელეს. 

პროექტი მიმდინარეობდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო კლუბის „მომავლის თაობის“ მეურვე ირინა უგულავა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა: გამოკითხვის ფურცლის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ, კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულმა  საინფორმაციო შეხვედრებმა, თემატური ფილმის ჩვენებამ, საინფორმაციო ბროშურებისა და პოსტერების დამზადებამ, მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და სხვა მრავალფეროვანმა აქტივობებმა, გაზარდა სასკოლო საზოგადოების ინფორმირება კიბერბულინგის და მისი ფორმების შესახებ, მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმაციის მოძიების, კვლევის პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის, თვითშემეცნების, თანამშრომლობის უნარები.

„რაც მთავარია მოსწავლეებმა გაიაზრეს, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ კიბერბულინგის შემთხვევაში, არ მოერიდონ აღნიშნულ ფაქტზე საუბარს“,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტი მეტად ნაყოფიერი იყო და მიზანიც მიღწეულ იქნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...