ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
12-03-2025

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და პედაგოგებს 3 და 8 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს და დღე მეტად ემოციური გახადეს. მათ დედებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უპირობო სიყვარული და მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. პედაგოგებს კი ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს და შემოქმედებითობით სიამაყის საფუძველი მისცეს. 

„თოვლ-მზიანი დღვანდელი დღე გაალამაზეს ჩვენმა პატარებმა, ლექსებით მოეფერნენ დედებს, ქალბატონებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და უთხრეს, როგორ უყვართ, ეფერებიან და ეიმედებათ... ძვირფასო პედაგოგებო, ქალბატონებო, გილოცავთ და გლოცავთ „ჭრელკაბაში დაგაბეროთ ღმერთმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ღონისძება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203