ჭიათურის N1 სკოლის მე-3 კლასელთა ამაღელვებელი ღონისძიება და ლამაზი სანახაობით დედებისთვის გაზიარებული სიყვარული
12-03-2025

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. 

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს და ყველზე ძვირფას ადამიანებს 3 მარტი ზღაპრული წარმოდგენით მიულოცეს.

საზეიმოდ მორთულ სცენას ამშვენებდა გაზაფხულის ულამაზესი ფერები. ბავშვები სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით გამოხატავდნენ დედებისადმი დიდ სიყვარულს და მადლობას უხდიდნენ მათ დედური თავდადების, სითბოსა და სიყვარულისთვის.

აღსანიშნავია ღონისძიებაში მშობელთა მაღალი ჩართულობა, რაც ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითოა.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ზღაპრული განწყობა აჩუქა.

„დღე საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელო აღმოჩნდა. წარმატებებს ვუსურვებთ მაკა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს. გვჯერა კიდევ ბევრ საინტერესო დღეს გვაჩუქებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203