უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ
12-03-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო. 

9 მარტს, სკოლის მოსწავლეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ. 

დრამატულ თეატრში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდი ნახეს“ სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია“, რომელიც ეძღვნებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს.

სპექტაკლს დასწრნენ მოსწავლეები - ა შონია, მ.გაბელია, ლ სიჭინავა, მ.ბოკუჩავა, ა ქადარია და დ.ყურაშვილი.

მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო და ამავე დროს შემეცნებითი აღმოჩნდა. მოზარდები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...