„მსოფლიო მხატვრების საუკეთესო ნამუშევრების აუქციონი“ და მინი სპექტაკლი - ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
12-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტატეგიებს მიმართავენ, რაც სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს და შეცნებითს ხდის. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

პედაგოგმა მოსწავლეებს როლური თამაში შესთავაზა. ბავშვებმა კი მინი სპექტაკლი - მსოფლიო მხატვრების საუკეთესო ნამუშევრების აუქციონი - დადგეს.

„შთამბეჭდავია, რომ თავისი ნახატი წარმოადგინა და ავტობიოგრაფიაზე გვესაუბრა არაერთი ცნობილი მხატვარი: ვან გოგი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, რემბრანტი....და ჩვენი გამოჩენილი ქართველი მხატვრები: ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელ კლასს ჰქონდა მომზადებული პრეზენტაცია, იმდენად კარგად იცნობენ მიმდინარეობებს, ხატვის სტილს... “,- გვიყვებიან პრეზენტაციის შესახებ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

მოსწავლეთა ხელოვნების მასწვლებელი ნანა თაკალანძე გახლავთ.

მე-5 კლასელები (მასწავლებელი - მაია ნოდია) მარტის დღესასწაულებსაც გამოეხმაურნენ და აქვე წაიკითხეს ლექსები დედაზე, ქალზე, სიყვარულზე, დედაშვილობის ძალაზე...

„წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას - ჩემს პატარა მეგობრებსა და საგნის მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203