ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად მიულოცა 
12-03-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში პოზიტიური, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, სასკოლო კულტურა სუფევს. თოთოეული პედაგოგი დაფასებულია.

სკოლის დირექციამ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად მიულოცა. დირექტორმა მაია თავართქილაძემ ყველა ქალბატონს მიულოცა დღესასწაული და საჩუქრებით გადასცა. 

„პირველი საჯარო სკოლის ყველა ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს. მუდამ გაზაფხული იყოს თქვენს სულებში“,- აღნიშნა დირექტორმა და პედაგოგებს პროფესიული წარმატება და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203