„სკოლასა, მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული... საუკეთესო კოლეგა და მეგობარი“ - ოზურგეთის N2 სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ანა ნაკაშიძეს ემშვიდობება
12-03-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ანა ნაკაშიძეს გლოვობს. 

პედაგოგი არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდის საქმეს. 

მის სკოლაში ახასიათებენ როგორც პროფესიასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარეულ, მაღალი სულიერების მქონე ადამიანს, საუკეთესო კოლეგასა და მეგობარს. მისი გარდაცვალება სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. 

„მეორე საჯარო სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი გახდა ზეციური საქართველოს ბინადარი.      ბიოლოგიაზე, სკოლაზე, მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული, სულიერად, მორალურად განსაკუთრებული, საუკეთესო კოლეგა და მეგობარი - ასეთად შემორჩება ჩვენს მეხსიერებას ქალბატონი ანა, ჩვენი ანა...

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული...“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203