თბილისის N143 სკოლის მოსწავლე ლიკა გოგრიჭიანი პარიზში გამართულ ევროპარლამენტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა
12-03-2025

თბილისის N143 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ - ლიკა გოგრიჭიანმა მონაწილეობა მიიღო გლობალური განათლების ქსელის (Global Education Network) მიერ ორგანიზებულ ევროპარლამენტის საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც გაიმართა, პარიზში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროგრამა უნიკალური გამოცდილება იყო მოსწავლისთვის – მას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო დისკუსიებში, შეხვედროდა ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრებები გლობალურ საგანმანათლებლო და სოციალურ საკითხებზე.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და აღნიშნავენ სკოლისა და მასწავებელთა როლს. 

„მისი წარმატება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევა – ეს არის ჩვენი სკოლისა და მთლიანად საქართველოს ახალგაზრდობის დიდი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე! ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და მადლობას ვუხდით გლობალური განათლების ქსელს ასეთი შესაძლებლობების შექმნისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203