ლექსები დედაშვილობაზე, გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი თაიგულები და ემოციების ზღვა - ჭიკაანის სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი გამორჩეულად მიულოცეს 
12-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის პედაგოგ მარინე იმერლიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში სახელწოდებით - „დედაშვილობა“.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები დედაშვილობაზე, გაზაფხულზე...

ღონისძიება იყო შემეცნებითი ხასიათის, მოსწავლეებიც და მშობლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ღონისძიების მსვლელობაში.

დასახულმა მიზანმა კი სასურველ შედეგს წარმატებით მიაღწია. ღონისძიება გამოვიდა საინტერესო და სახალისო.

ღომისძიების მზადების პროცესში მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაამზადეს კალათები და დასასრულს გადასცეს დედებს, რამაც გამოიწვია ემოციები მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებაში.

ბოლოს მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწვლეების მიერ  გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი ყვავილები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...