„დავიცვათ წყალი დაბინძურებისგან“ - საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო პრეზენტაციები
12-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პრეზენტაციას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას, მოსწავლეს უვითარებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

აღსანიშნავია, VII კლასში ჩატარებული პრეზენტაცია თემაზე - „ჰიდროსფერო და მსოფლიო ოკეანე“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს წყლის გარსის შესახებ, მის მნიშვნელობასა და რაციონალურ გამოყენებაზე. მათი სლოგანი იყო „დავიცვათ წყალი დაბინძურებისგან“.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრები.

პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ თეთრაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203