
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის ბიბლიოთეკარის - მაია გეთიას ხელმძღვანელობითა და მე-10 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა პროექტი - „ჩვენი თაობის არჩევანი“, რომლის თემა იყო - „საუკეთესოა ის წიგნი, რომლის შესახებ მკითხველი ფიქრობს!“
პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მათ მიერ წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს ნაწარმოების მთავარ სათქმელსა და დედააზრზე და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: