ხამისქურის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა
12-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში წარმატებით გრძელდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანია საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ მიმართულებებზე, სტრატეგიებსა თუ გამჭოლ უნარებსა და ღირებულებებზე ორიენტირება.

ახლახან გამართული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია სწორედ აღნიშნულის დადასტურებაა.

ჩართულმა მოსწავლეებმა (ორი საგნის, ქართული ენა/ლიტერატურისა და ისტორიის ფარგლებში) გამოავლინეს მხატვრული ტექსტის ანალიზის, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვების, კვლევა-ძიების, წყაროზე მუშაობისა და მსჯელობის, პრეზენტაციის წარდგენის, ასევე, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარები, ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა ეთიკური ნორმების დაცვით, ერთმანეთისადმი სოლიდარობის განცდითა და ემპათიით.

„პროექტის ძლიერ მხარედ მივიჩნევთ მომიჯნავე კათედრების წარმომადგენელთა შეფასებებს. მათი თქმით, არაფორმალურმა განათლებამ სკოლაში უნდა მიიღოს მასშტაბური ხასიათი. გამოთქვეს იდეები და გამოხატეს მომდევნო პროექტებში თანამშრომლობის სურვილი. სკოლის დონეზე თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა კი წარმატებების წინაპირობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ინიციატორებს მიზანდასახული თანამშრომლობისა და სასკოლო საზოგადოების მოტივირებისთვის, ასევე - სკოლის პედკოლექტივსა და დირექციას მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს ჩართულობის მაღალი ხარისხისთვის.

პროექტის ორგანიზატორები არიან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის წარმომადგენლები: ნანა ლომაია და თამარ პერტია.

„გულისხმიერი მადლობა პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებს!“-, დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...