ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
12-03-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ამის ნათელი მაგალითია მათემატიკის კვირეული, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოზარდებს არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. 

ახლახან, კი სკოლაში მათემატიკის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რათა გამოეჩინათ თავიანთი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური სულისკვეთება. კვირეულის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და გამოწვევებით სავსე ამოცანებში, რომლებიც მათემატიკის სხვადასხვა დარგს ეხებოდა.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. აგრეთვე, დაჯილდოვდნენ პედაგოგებიც.

სკოლის დირექციის (სკოლის დირექტორი ქალბატონი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) თქმით, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების ინტელექტუალური და კრეატიული შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებასა და დასწავლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203