ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
12-03-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

ახლახან, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დედის დღე და 8 მარტი მიულოცეს.

სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანიანის ხელმძღვანელობით, ქართული და სომხური ენების პედაგოგებმა  ერთობლივად, ორენოვანი, საინტერესო პროგრამა დაგეგმეს და მოსწავლეებს არაფორმალური გარემოში ენობრივი კომპეტენციის დახვეწას და გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. 

ღონისძიების ორგანიზებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა სომხური ენის პედაგოგი თაქუშ სარგისიანი. სასკოლო ღონისძიება საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203