საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება 
12-03-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედის დღე. სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოწაფეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან, სწორედ ამ გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებითა და საინტერესო აქტივობებით. 

მოსწავლეებმა დედებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს, მაშ შრომასა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და ყველაზე ძვირფას ადამიანებს ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203