ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩუნჩხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ჩუნჩხის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება, რომელთა შორის უდავოდ აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო.
ბავშვებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ყველა ქალბატონს მიულოცეს, განსაკუთრებულად კი დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და ასე თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ უთხრა დედიკოს, რომ ძალიან უყვარს.
„დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ დღეს - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.
„მადლობა ასეთი კარგი დღისთვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა ჩატარებულ ღონისძიებას, რომლის ხელმძღვანელიც პედაგოგი ნინო ივანიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: