
ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება და მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცების, საკითხის სიღრმისეულად დასწავლის საშუალებას აძლევს.
სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთევან ხეცურიანი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმსჯელეს მისი პიროვნების როლზე მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
აქტივობაში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: