დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. ცოდნის გასამდირებლად პედაგოგი შორენა თუთბერიძე მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობს.
ახლახან, მე-4 კლასელებმა საზეიმოდ აღნიშნეს დედის დღე და ამ ლამაზ თარიღს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან - „იავნანამ რა ჰქმნა“, წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები.
ღონისძიების ბოლოს კი ბავშვებმა სტუმრად მიწვეულ დედიკოებსა და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს.
იხილეთ ფოტოები: