
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ტარდება შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები და პედაგოგთა სწორი და ინდივიდუალური მიდგომებით თითოეული მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ამჯერად კომპლექსური დავალება მეექვსე კლასში ჩაატარა პედაგოგმა, არუსიაკ სააკიანმა ქართული, როგორც მეორე ენის საგანში.
კომპლექსური დავალების თემა იყო ევროპული სამზარეულო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოამზადეს სხვადასხვა საკვები, ამასთან ისაუბრეს ამა თუ იმ კერძის წარმომავლობაზე და ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და ტრადიციული კერძები გააცნეს.
იხილეთ ფოტოები: