„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ - ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
11-03-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში დედის დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობები ჩატარდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.

„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ - ამ სახელწოდებით IV კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ლია ჭეჟიას ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს დედის დღე. მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, დახატეს დედების პორტრეტები, გაეცნენ ამ დღის დაარსების ისტორიას და დაამზადეს საინფორმაციო დაფა დაწერეს წერილები თემაზე, „რა გვიყვარს დედაში ყველაზე მეტად.

„ჩვენო ლამაზო დედიკოებო ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი ლია ჭეჟია გილოცავთ დედის დღეს, კურთხეულ იყოს თაფლივით ტკბილი, მზესავით თბილი დედა-შვილობა“, - აღნიშნა პედაგოგმა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...