გაზაფხულის დღე-სასწაული და ლამაზი ღონისძიება ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში
11-03-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.

სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება, რომელთა შორის უდავოდ აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მთავარი მონაწილენიც სკოლის უმცროსი თაობის წარმომადგენლები - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იყვნენ.

პატარებმა გაზაფხულის შემობრძანება, დედის და ქალთა დღე ყველა ქალბატონს მიულოცეს, განსაკუთრებულად კი დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და ასე თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ უთხრა დედიკოს, რომ ძალიან უყვარს. 

„გაზაფხულის მობრძანება, დედის დღე და ქალთა დღე გაგვილამაზეს ჩვენმა პატარებმა“ - ასე გამოეხმაურა ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა ჩატარებულ ღონისძიებას.

იხილეთ ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...