ლეწრუწუმეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, კულტურულ საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის თეატრს ესტუმრნენ
11-03-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლეწურწუმეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.

სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ლეწურწუმეს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.

ახლახან, მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო - ბავშვები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრს ესტუმრნენ და ნახეს სპექტაკლი „მაკნატუნა“.

აღსანიშნავია, რომ თეატრში ვიზიტმა და სპექტაკლმა პატარებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ სტუმრებოდნენ თეატრს.

„მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ვესტუმრეთ.

ბავშვები დაესწრნენ ჯადოსნურ ზღაპარს - „მაკნატუნას“, რომელმაც მათზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.

უახლოეს მომავალში მოსწავლეების სურვილით, ისევ ვაპირებთ ახალ საბავშვო სპექტაკლზე წასვლას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...